ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ უკრაინაში არ უნდა იყოს „დაწესებული“ მშვიდობა და კონფლიქტის მოგვარების ნებისმიერ მცდელობაში ჩართული უნდა იყოს ამერიკის შეერთებული შტატები
უკრაინაში არ უნდა იყოს „დაწესებული“ მშვიდობა და კონფლიქტის მოგვარების ნებისმიერ მცდელობაში ჩართული უნდა იყოს ამერიკის შეერთებული შტატები, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.
„ჩემთვის ძალიან მკაფიოა, რომ კონფლიქტის მოგვარების ნებისმიერი გზა უნდა გულისხმობდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს. შემდეგი ამოცანაა, რომ უკრაინაში არ იყოს დაწესებული მშვიდობა“, – განაცხადა შოლცმა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკრაინის საკითხი გუშინ რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის დროს განიხილა. „როიტერი“ წერს, რომ უცნობია, ეს განცხადება შოლცმა აღნიშნული სატელეფონო საუბრის შინაარსის გაგების შემდეგ გააკეთა თუ მანამდე.