რუსული მედიის ცნობით, ოკუპირებულმა აფხაზეთმა სირიიდან 800-მდე რეპატრიანტი მიიღო
რუსული მედიის ცნობით, ოკუპირებულმა აფხაზეთმა სირიიდან 800-მდე რეპატრიანტი მიიღო

ოკუპირებულმა აფხაზეთმა სირიიდან 800-მდე რეპატრიანტი მიიღო, – ამის შესახებ რუსულ სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა.

„თავდაპირველად იყო დაახლოებით 700-800 ადამიანი, რომლებიც ჩვენთან ჩამოვიდნენ. ჩვენ ვცადეთ მათი კეთილმოწყობა, მათთვის შესაძლებლობების შექმნა, რათ როგორმე ჩვენს პირობებთან ადაპტირებულიყვნენ“, – განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.

შეგახსენებთ, სირიამ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობა 2018 წლის მაისში გამოაცხადა.

4 სექტემბერს კი ბაშარ ასადმა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა თანამშრომლობისა და მეგობრობის შესახებ ე.წ. შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

დატოვე კომენტარი