ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული 627 ოჯახი ბინებს საკუთრებაში მიიღებს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული 627 ოჯახი ბინებს საკუთრებაში მიიღებს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული 627 ოჯახი ბინებს საკუთრებაში მიიღებს, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა მთავრობის სხდომის შემდეგ.

მისი თქმით, შესაბამის ინიციატივაზე დღეს მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს.

„შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინების საფუძველზე დღეს შევედით ინიციატივით და მთავრობამ დაგვიჭირა მხარი, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები, 627 ოჯახი საკუთრებაში მიიღებს დღეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ბინებს. ეს ადამიანები, ეს ოჯახები ფაქტობრივად ცხოვრობენ ამ ბინებში, რომელიც მიეკუთვნება სახელმწიფო საკუთრებას. ჩვენ სიმბოლურ ფასად გადავცემთ და ვუმკვიდრებთ საკუთრებაში ამ ბინებს“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი განმარტებით, საუბარია 19 დასახლებული პუნქტზე ქვეყნის მაშტაბით – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში , ფოთში, გორში, მცხეთაში, დუშეთში და სხვა.

„ამ გადაწყვეტილების შედეგად, ადამიანები დაიმკვიდრებენ თავის მუდმივ, კანონიერ საკუთრებაში ბინებს, რაც ფაქტობრივად აქვთ დაკავებული და ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი მათი კეთილდღეობისთვის“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

დატოვე კომენტარი