ოკუპირებული სოხუმის ე.წ. საქალაქო ადმინისტრაციაში კარანტინი გამოცხადდა
ოკუპირებული სოხუმის ე.წ. საქალაქო ადმინისტრაციაში კარანტინი გამოცხადდა

ოკუპირებული სოხუმის ე.წ. საქალაქო ადმინისტრაციაში კარანტინი გამოცხადდა. კარანტინის მიზეზი თანამშრომლების ნაწილის კორონავირუსით ინფიცირებაა.

როგორც ოკუპირებული სოხუმის ე.წ. საქალაქო ადმინისტრაციის მეთაურმა, ბესლან ეშბამ განაცხადა, თანამშრომლების ნაწილი მუშაობას დისტანციურად გააგრძელებენ.

„ქალაქში მატულობს „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვი. თანამშრომლების ნაწილს დაუდასტურდა დიაგნოზი. ვფიქრობ, დღეიდან უნდა გადავიდეთ ნაწილობრივ კარანტინზე“, – ამბობს ეშბა.

ამავე დროს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობაში განაცხადეს, რომ 5 ოქტომბრიდან კორონავირუსის პანდემიის გამო მასობრივი სპორტული, გასართობი და საგამოფენო ღონისძიებები, ასევე ქორწილები და დღესასწაულები აიკრძალება.

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 59 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ კი, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის 1000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

დატოვე კომენტარი