ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მედია წერს, რომ მათი საგარეო საქმეთა მინისტრი ავსტრიაში სემინარზე მოხსენებით გამოვა
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მედია წერს, რომ მათი საგარეო საქმეთა მინისტრი ავსტრიაში სემინარზე მოხსენებით გამოვა

ავსტრიის ქალაქ რაიხენაუში, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, დიმიტრი მედოევი, ავსტრიის თავდაცვის სამინისტროს უსაფრთხოების სამმართველოს და თავდაცვის ეროვნული აკადემიის ორგანიზებულ სემინარზე მოხსენებით გამოვა.

ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმის ინტერნეტ გამოცემა, „კომინფი“ ავრცელებს. სააგენტო წერს, რომ საკვლევი ჯგუფის, „სამხრეთ კავკასიის რეგიონული სტაბილურობის“ რიგით მე-20 სემინარი 7 ნოემბერს დაიწყო და 10 ნოემბრამდე გაგრძელდება. სემინარის თემაა, „კონკრეტული ნაბიჯები სამხრეთ კავკასიაში არსებული ჩიხური მდგომარეობიდან გამოსასვლელად.“

კომინფის“ ინფორმაციის თანახმად, ღონისძიების კიდევ ერთი ორგანიზატორია ავსტრიის თავდაცვის აკადემიის და უსაფრთხოების კვლევის ინსტიტუტის, „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ კონსორციუმი. სააგენტო წერს, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის მოხსნების თემა, „სამხრეთ ოსეთი – ისტორია და თანამედროვე რეალობა“ იქნება.