ალან გაგლოევი ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტობიდან გადადგა, იგი რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი გახდება

17:06, 23.06.2026

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი თანამდებობიდან გადადგა და ამიერიდან რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი გახდება. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

შესაბამის განცხადებას ვლადიმერ პუტინმა ხელი უკვე მოაწერა.

გაგლოევის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ვლადიმერ პუტინმა გუშინდელ შეხვედრაზე მიიღო. მხარეებმა 9 მაისს ხელი მოაწერეს რუსეთ-„სამხრეთ ოსეთის“ ურთიერთობების განვითარების შესახებ შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც, მოსკოვი და ცხინვალი შექმნიან საერთო ეკონომიკურ სივრცეს და გეგმავენ გააერთიანონ ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ტელეკომუნიკაციის სისტემებიც.

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი კი მარატ კამბოლოვი იქნება.

მსგავსი