ოკუპირებული გალის რაიონულ საავადმყოფოში გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით რვა ადამიანი მკურნალობს
ოკუპირებული გალის რაიონულ საავადმყოფოში გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით რვა ადამიანი მკურნალობს

ოკუპირებული გალის რაიონულ საავადმყოფოში გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით რვა ადამიანი მკურნალობს. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.

როგორც აფხაზური მედია წერს, აფხაზეთში არ არის ლაბორატორია, სადაც „ღორის გრიპის“ დადგენა შეიძლება. რაც შეეხება პაციენტებს, მათ ოკუპირებული გალის საავადმყოფოს დღეს მიმართეს. ყველა მათგანი სტაციონარულ მკურნალობას გადის.

საოკუპაციო რეჟიმმა 11 იანვარს ე.წ. ადმინისტრაციული საზღვარი ჩაკეტა და ენგურის ხიდზე ცალმხრივად გააუქმა მოძრაობა. ენგურს გამოღმა მხოლოდ „ენგურჰესის“ თანამშრომლებს, ოკუპირებულ აფხაზეთში მიწვევით მყოფი პირებსა და ავადმყოფებს შეუძლიათ. შეზღუდვა ორი თვე გასტანს.