ოკუპირებული გალის ე.წ. სასამართლო საოკუპაციო ხაზთან დაკავებული სამი მოქალაქის საქმეს ხვალ განიხილავს
ოკუპირებული გალის ე.წ. სასამართლო საოკუპაციო ხაზთან დაკავებული სამი მოქალაქის საქმეს ხვალ განიხილავს

ოკუპირებული გალის ე.წ. სასამართლო ხვალ საოკუპაციო რეჟიმის მიერ საოკუპაციო ხაზთან დაკავებული სამი მოქალაქის საქმეს განიხილავს.

როგორც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი, ბესიკ ფარცვანია საქართველოს პირველ არხთან საუბრისას აცხადებს, საოკუპაციო რეჟიმი დაკავებულებს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავება. მისი თქმით, ოკუპირებული აფხაზეთის კანონმდებლობით, ეს არის ადმინისტრაციული კანონდარღვევა და იმედს გამოთქვამს, რომ ახალგაზრდებს ხვალ გაათავისუფლებენ. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. კანონით „საზღვრის უკანონო კვეთისთვის“ ჯარიმა 2000 ლარია.

ოკუპირებულ გალთან საქართველოს სამი მოქალაქე გუშინ დააკავეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ისინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, იზოლატორში არიან გადაყვანილები.