ოკუპირებული გალიდან ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში შეყვანილ ქალს გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებით ტესტირება ჩაუტარდა
ოკუპირებული გალიდან ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში შეყვანილ ქალს გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებით ტესტირება ჩაუტარდა

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული ქალის ტესტი პირველად კვლევაზე ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა. 50 წლამდე ქალი, რომელსაც 30 მარტს კორონავირუსი დაუდასტურდა, მკურნალობას ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში აგრძელებს.

როგორც ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, ტესტის პასუხს დღის განმავლობაში ელოდებიან. ხვალ მას განმეორებით ჩაუტარდება ტესტი და იმ შემთხვევაში, თუ ორივე პასუხი უარყოფითი იქნება, ის გამოჯანმრთელებულად ჩაითვლება.

ქალი ზუგდიდის საავადმყოფოში 30 მარტს ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოდან შეიყვანეს. მას მოსკოვში მოგზაურობის ისტორია აქვს.