ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის წარმომადგენლები ჩავიდნენ
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის წარმომადგენლები ჩავიდნენ

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის წარმომადგენლები ჩავიდნენ. მათ შორის იყო არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი.

შეხვედრის შემდეგ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ ცხინვალის ერთ-ერთ ქუჩაზე დადგამენ სომხურ ჯვარს – ხაჩკარს, რომელიც სომეხი და ოსი ხალხის სიმბოლო იქნება.

ბიბილოვის თქმით, „ცხინვალის რეგიონში მცხოვრები სომხები არა ერთ თანამდებობას იკავებენ რესპუბლიკაში“.