ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში „კოვიდ 19“ ორ მედიკოსს დაუდგინდა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში „კოვიდ 19“ ორ მედიკოსს დაუდგინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში „კოვიდ-19“-ის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის ორი სამედიცინო პერსონალია, ხოლო ორი რუსეთის ფედერაციიდან დაბრუნებული პირი.

საინფორმაციო სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, განახლებული მონაცემებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ინფიცირებულთა რაოდენობა 34-ს აღწევს.

ოკუპირებული რეგიონის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ზედამხვედელობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ანა გაგლოევა აცხადებს, რომ ინფიცირებულ მედიკოსებს სამედიცინო დაწესებულების გარეთ არავისთან ჰქონიათ კონტაქტი.