ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმმა ახალგორის გამშვები პუნქტი გახსნა
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმმა ახალგორის გამშვები პუნქტი გახსნა

ორთვიანი აკრძალვის შემდეგ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმმა ახალგორის გამშვები პუნქტი გახსნა.

დილის 06:00 საათიდან სპეციალური საშვებით ახალგორის მცხოვრებლებმა გამშვები პუნქტის საშუალებით გადაადგილება შეძლეს.

ოძისში, ქართულ საგუშაგოსთან იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები,რომლებიც პროცესს თვალს ადევნებენ.

ახალგორიდან გამოსული მოსახლეობა პირველ არხთან საუბარში ამბობს, რომ მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგა.  რაც შეეხება არასრულწლოვან ბავშვებს, რომლებიც გზის ჩაკეტვის შემდეგ ახალგორში მშობლების გარეშე დარჩნენ, ადგილობრივების ინფორმაციით, მათ ოკუპირებული ტერიტორია რამდენიმე კვირის წინ დატოვეს.

დე ფაქტო რეჟიმმა ახალგორის გამშვები პუნქტი 11 იანვარს ჩაკეტა და ამის მიზეზად გრიპის ვირუსის გავრცელების საფრთხე დასახელა.