ოკუპირებული ცხინვალის და რუსეთის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალი ჩაიკეტა

12:41, 02.01.2018

დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო მეორე დღეა ტრანსკავკასიური მაგისტრალი ჩაკეტილია.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და რუსეთის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძლულია.

დე ფაქტო საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, მოძრაობის აკრძალვის გადაწყვეტილება გუშინ საღამოს 18:00 სთ-ზე მიიღეს.

მოძრაობის აღდგენის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.

მსგავსი