ოკუპირებული ცხინვალი ე.წ. საზღვრის გახსნას არ აპირებს, ვიდრე სოფელ წნელისთან ქართული მხარე საგუშაგოს არ გააუქმებს
ოკუპირებული ცხინვალი ე.წ. საზღვრის გახსნას არ აპირებს, ვიდრე სოფელ წნელისთან ქართული მხარე საგუშაგოს არ გააუქმებს

ოკუპირებული ცხინვალი ე.წ. საზღვრის გახსნას არ აპირებს, ვიდრე სოფელ წნელისთან ქართული მხარე საგუშაგოს არ გააუქმებს.

ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა რუსეთის სასაზღვრო სამმართველოს წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს ისაუბრა.

„მინდა, თქვენთვის გასაგები იყოს სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების პოლიტიკა, კერძოდ, ლენინგორის (ახალგორი) რაიონში, სადაც გარედან დაძაბულობის შექმნის მცდელობებს აქვს ადგილი. არ შეიძლება იყოს ისე, რომ სახელმწიფოს ერთ ნაწილში არსებობდეს პრობლემები, ხოლო მეორეს ნეიტრალური პოზიცია ეჭიროს. თუ თქვენ იცავთ სამხრეთ ოსეთის ინტერესებს, ყველამ, ვინც თავს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქედ თვლის, ეს უნდა გააკეთოს ერთად. სწორედ ამიტომ, რაზდახანში საზღვარი დახურული იქნება მანამ, ვიდრე სოფელ უისტას (წნელისი) მიდამოებში უკანონო საგუშაგო არ გაუქმდება“, – განაცხადა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა.

დატოვე კომენტარი