ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო ხაზი ენგურჰესის თანამშრომელთა მხოლოდ ნაწილმა გადაკვეთა
ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო ხაზი ენგურჰესის თანამშრომელთა მხოლოდ ნაწილმა გადაკვეთა

ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო ხაზი ენგურჰესის თანამშრომელთა მხოლოდ ნაწილმა გადაკვეთა.

ენგურჰესის ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის უფლება მხოლოდ იმ თანამშრომლებს მისცეს, კონკრეტულად ვის მუშაობაზეც დამოკიდებულია ჰესი, ხოლო დანარჩენები დისტანციურ მუშაობაზე გადავიდნენ.

ენგურის ხიდის სრულად ჩაკეტვის შესახებ გადაწყვეტილება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა.