ოკუპირებული აფხაზეთის ენერგომომარაგებაზე შეზღუდვა მოიხსნა 

14:57, 27.02.2019

ოკუპირებული აფხაზეთის ენერგომომარაგებაზე შეზღუდვა მოიხსნა და რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება რუსეთიდან, ელექტროგადამცემი ხაზი „სალხინოს“ მეშვეობით დაიწყო.

იმპორტის დაწყებასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას პირველი არხი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან ელოდება.

„ენგურჰესის“ წყალსაცავში წყლის დონის კლების გამო, 20 თებერვლიდან ოკუპირებული აფხაზეთის ენერგომომარაგება ყოველდღე სამი საათით იზღუდებოდა.

მსგავსი