ოკუპირებული აფხაზეთის ენერგომომარაგება შეფერხებულია
ოკუპირებული აფხაზეთის ენერგომომარაგება შეფერხებულია

ოკუპირებული აფხაზეთის ენერგომომარაგება შეფერხებულია. მიზეზი – ელექტროგადამცემ ხაზ „ეგრისი-1“-ის დაზიანებაა. კომპანია „ჩერნომორენერგოს“ ცნობით, ელექტროენერგია არ მიეწოდება გალის, ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებს.

დაზიანებული ხაზი „ენგურჰესს“ „ვარდნილჰესთან“ აკავშირებს და ოკუპირებული აფხაზეთის ენერგომომარაგებას უზრუნველყოფს. ადგილზე უკვე მუშაობენ სპეციალისტები, თუმცა უცნობია, რამდენ ხანში მოხერხდება დაზიანებული გადამცემი ხაზის შეკეთება.