ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი - აფხაზეთში არეულობაში უცხო ქვეყნის მოქალაქეები მონაწილეობდნენ
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი - აფხაზეთში არეულობაში უცხო ქვეყნის მოქალაქეები მონაწილეობდნენ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტის, ასლან ბარციცის თქმით, აფხაზეთში არეულობაში უცხო ქვეყნის მოქალაქეები მონაწილეობდნენ. როგორც ასლან ბარციცი რუსულ მედიასთან საუბრისას ამბობს, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ე.წ. ოპოზიციონერებმა მიიწვიეს.

„9 იანვრის არეულობის დროს იყო რაღაც ახალი – პირველად ამ არეულობაში მონაწილეობდნენ უცხოელები, ანუ არა მხოლოდ აფხაზეთის მოქალაქეები. უცხოელები ერთ-ერთმა ოპოზიციონერებმა მიიწვია“, – განაცხადა ბარციცმა.

ბარციცს არ დაუკონკრეტებია, რომელი ქვეყნის მოქალაქეებს გულისხმობდა ის.