ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის თურქეთში ე.წ. საარჩევნო უბანი აღარ გაიხსნება
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის თურქეთში ე.წ. საარჩევნო უბანი აღარ გაიხსნება.
სეპარატისტული რეჟიმის მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, „თურქეთში საარჩევნო უბნის გახსნა შეუძლებელია“.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება საარჩევნო უბნის გახსნას თურქეთის ქალაქ ადაფაზარიში გეგმავდა.
აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება 15 თებერვალს იგეგმება. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის გარდა, ე.წ. საარჩევნო უბნები რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში და ქალაქ ჩერკესკში გაიხსნება.