ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, წინასწარი შედეგებით, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, წინასწარი შედეგებით, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, წინასწარი შედეგებით, მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა. მან ხმათა 47.38 პროცენტი მიიღო, მისმა მოწინააღმდეგე ალხას კვიცინიამ კი – 46.19 პროცენტი.

დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამაზ გოგიას განცხადებით, სხვაობა ათასამდე ხმას შეადგენს.

რაულ ხაჯიმბამ თავი გამარჯვებულად პირველადი შედეგების გამოვლენამდე, საკუთარ მონაცემებზე დაყრდნობით გამოაცხადა და მხარდამჭერებთან ერთად, გამარჯვება საარჩევნო შტაბში აღნიშნა.

ე.წ. არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება ალხას კვიცინია. ის გასაჩივრებას გეგმავს.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე სულ 152 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. საარჩევნო უბნებზე 83 000-მდე ადამიანი მივიდა.