ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში სერგეი ლავროვს შეხვდება
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში სერგეი ლავროვს შეხვდება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე პირველ აპრილს მოსკოვში რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, სერგეი ლავროვს შეხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ავრცელებენ.

„შეხვედრის დროს მოლაპარაკებები რუსეთის და აფხაზეთის ორმხრივი ურთიერთობების მთავარ საკითხებზე შედგება. ასევე საუბარი შეეხება რესპუბლიკის საერთაშორისო პოზიციების გამყარებას“, – ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე პოლიტიკური ურთიერთქმედების გაუმჯობესებას.“

ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი 2-3 აპრილს არის დაგეგმილი.

დატოვე კომენტარი