ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა „უშიშროების საბჭოს“ სხდომა მოიწვია
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა „უშიშროების საბჭოს“ სხდომა მოიწვია

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა „უშიშროების საბჭოს“ სხდომა მოიწვია.

როგორც რუსული მედია იუწყება, სხდომაზე გუშინ ღამით მომხდარი ავარიის შესახებ იმსჯელებენ, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი, ე.წ. პრემიერ-მინისტრი გენად გაგულია ემსხვერპლა. რუსი ჟურნალისტების ცნობით, საოკუპაციო რეჟიმის წევრები „სახელმწიფო კომისიის“ შექმნაზე იმსჯელებენ, რომელსაც გაგულიას დაკრძალვის ორგანიზება დაევალება.

აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი გენადი გაგულია ავარიის შედეგად დაიღუპა.

ავტოსაგზაო შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც სირიიდან დაბრუნებული გაგულია სოჭის აეროპორტიდან სოხუმისკენ ავტომანქანით მიდიოდა, რა დროსაც მანქანა დაეჯახა. მძღოლი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდა, რომელიც ამჟამად დაკავებულია. საავტომობილო კოლონაში იმყოფებოდა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას მანქანაც. ხაჯიმბა ამბობს, რომ ავარია იყო უბედური შემთხვევა და არა ტერორისტული აქტი.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ე.წ. პრემიერ-მინისტრის პოსტზე გენადი გაგულია 2018 წლის 25 აპრილს დანიშნა.

გაგულია ე.წ. პრემიერად აპრილში მესამედ დაინიშნა, ამ ე.წ. პოსტზე ის 1995-1997 და 2002-2003 წლებში მუშაობდა.