ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი სოხუმში შეკრებილ მომხრეებს მოუწოდებს, ხვალამდე დაიშალონ
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი სოხუმში შეკრებილ მომხრეებს მოუწოდებს, ხვალამდე დაიშალონ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა სოხუმში, ე.წ. მთავრობის სახლთან შეკრებილ მომხრეებს მოუწოდებს, ხვალამდე დაიშალონ. ხაჯიმბას გზავნილი მის მომხრეებს ე.წ. პირველმა ვიცე-პრემიერმა, დაურ არშბამ გადასცა.

დაურ არშბას თქმით, რაულ ხაჯიმბა აქციის მონაწილეებს მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და მათ ხვალამდე დასასვენებლად სახლებში წასვლას სთავაზობს.

დღეს სოხუმში ე.წ. ოპოზიციის და დე ფაქტო მთავრობის მხარდამჭერთა აქციები იმართებოდა.