ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა კომპანია „ჩერნომორენერგოს“ „დაავალა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდების გაზრდის შესაძლებლობის განხილვა“
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა კომპანია „ჩერნომორენერგოს“ „დაავალა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდების გაზრდის შესაძლებლობის განხილვა“

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ კომპანია „ჩერნომორენერგოს“ „საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდების გაზრდის შესაძლებლობის განხილვა დაავალა“.

ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს ინფორმაციას.

ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხზე შტაბის სხდომაზე განიხილებოდა ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის მიწოდების გაზრდა ზაფხულის ლიმიტის ხარჯზე, როდესაც ენგურჰესის გამომუშავება გაზრდილია. მედიის ცნობით, სხდომაზე განიხილეს ე.წ. მაინინგთან ბრძოლის გზები. ასევე მიიღეს გადაწყვეტილება, ელექტროენერგიის ეკონომიის მიზნით, შუაღამიდან ავტომაგისტრალზე განათების გამორთვის შესახებ.

ოკუპირებულ აფხაზეთში მწვავე ენერგეტიკული კრიზისის გამო მოსახლეობა დღის ძირითად ნაწილს ელექტროენერგიის გარეშე ატარებს.