ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრემიერ-მინისტრად ალექსანდრე ანქვაბი დაინიშნება
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრემიერ-მინისტრად ალექსანდრე ანქვაბი დაინიშნება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრემიერ-მინისტრი, ყოფილი „პრეზიდენტი“ ალექსანდრე ანქვაბი გახდება. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ, სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ასლან ბჟანიას თქმით, სხვა საკადრო ცვლილებები ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის და მოლაპარაკებების გამართვას ყოფილ ოპონენტთან, ადგურ არძინბასთან გეგმავს.

პრესკონფერენციაზე, ასლან ბჟანიამ თქვა, რომ აფხაზეთში ყველა სფეროში არის პრობლემები, კერძოდ, ჯანდაცვის, სამართალდაცვის, კულტურისა და სპორტის მიმართულებებში.

ალექსანდრე ანქვაბი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი 2011-2014 წლებში იყო. ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნები 22 მარტს ჩატარდა. საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ასლან ბჟანიამ ხმების 56.5 პროცენტი მიიღო.