ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციამ გაგრის რაიონში ბლოკირებული ავტომაგისტრალი გახსნა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციამ გაგრის რაიონში ბლოკირებული ავტომაგისტრალი გახსნა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციამ გაგრის რაიონში ბლოკირებული ავტომაგისტრალი გახსნა.

ე.წ. ოპოზიციური ძალების წარმომადგენლის, თეიმურაზ ხიშბას განცხადებით, ცენტრალური გზის გადაკეტვას გამაფრთხილებელი ხასიათი ჰქონდა, რითიც ვითარების სერიოზულობას გაესვა ხაზი.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, მთავარი ავტომაგისტრალი კვლავ დაიკეტება. გავრცელებული ინფორმაცით, ამ დრომდე ბლოკირებულია ცენტრალური ავტომაგისტრალი ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშთან.

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმს ე.წ. ოპოზიცია ასლან ბჟანიას მოწამვლაში ადანაშაულებს. ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაში ე.წ. ხელისუფლების მონაწილეობას უარყოფს.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტმა 21 ივლისს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნები არ გადადო, რასაც აქციები მოჰყვა.

​ე.წ. ოპოზიცია რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვს.