ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიცია აცხადებს, რომ რაულ ხაჯიმბას ინაუგურაციას იურიდიული ძალა არ გააჩნია
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიცია აცხადებს, რომ რაულ ხაჯიმბას ინაუგურაციას იურიდიული ძალა არ გააჩნია

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიცია აცხადებს, რომ რაულ ხაჯიმბას ინაუგურაციას იურიდიული ძალა არ გააჩნია. ამის შესახებ ნათქვამია პარტია „ამცახარას“ წევრების სხდომაზე მიღებულ განცხადებაში.

შეხვედრაზე პარტიის წევრმა მიიღეს გადაწყვეტილება, არ აღიარონ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, თუმცა ოპოზიცია აცხადებს, რომ ე.წ. ხელისუფლებასთან კონსტრუქციული დიალოგისთვის მზად არის.

შეგახსენებთ, დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართა.

8 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. ცესკო-მ გამარჯვებულად რაულ ხაჯიმბა გამოაცხადა. მისი მეტოქე პარტია „ამცახარას“ ლიდერი ალხას კვიცინია იყო, რომელმაც ე.წ. არჩევნების შედეგები არ აღიარა და ისინი ე.წ. სასამართლოში გაასაჩივრა. ოპოზიცია ითხოვდა, რომ დეფაქტო პრეზიდენტის ინაუგურაცია ე.წ. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე არ ჩატარებულიყო.