ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებამ კორონავირუსის საფრთხის გამო ენგურსა და ფსოუზე შეზღუდვები დააწესა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებამ კორონავირუსის საფრთხის გამო ენგურსა და ფსოუზე შეზღუდვები დააწესა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებამ კორონავირუსის საფრთხის გამო ენგურსა და ფსოუზე კარანტინი დააწესა. ადგილობრივი მედიის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება სპეციალურ თათბირზე მიიღეს.

აფხაზეთის ე.წ. სანიტარიული სამსახური იუწყება, რომ არ აქვთ საშუალება, საზღვარზე კორონავირუსთან დაკავშირებული შემოწმებები აწარმოონ. ამიტომ, დღეიდან იზღუდება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე იმ ადამიანების შესვლა, ვისაც ე.წ. აფხაზური პასპორტი არ აქვს.

შეზღუდვები კორონავირუსის საფრთხის მოხსნამდე გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ფსოუზე ე.წ. საზღვარზე მსგავსი ტიპის შეზღუდვა არ ყოფილა დაწესებული.