ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ბადრა გუნბამ ხმების 54,73 % დააგროვა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმების 54,73 % ბადრა გუნბამ დააგროვა.
გუნბა ასლან ბჟანიას დროს ე.წ. ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა და ბჟანიას გადადგომის შემდეგ ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა. გუნბას კონკურენტმა, ადგურ არძინბამ ხმების 41,54% მიიღო.
სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, დმიტრი მარშანის განცხადებით, ხმის მიცემის პროცესის მიმდინარეობის დროს იყო დარღვევები, თუმცა ისინი შედეგებზე არ ასახულა. აღსანიშნავია, რომ ადგილობრიივ მედია ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე შეიარაღებული თავდასხმის შესახებ წერდა, რა დროსაც ორი ადამიანი დაიჭრა.