ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერი რაულ ხაჯიმბა სირიაში ბაშარ ასადს შეხვდება 
ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერი რაულ ხაჯიმბა სირიაში ბაშარ ასადს შეხვდება 

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერი რაულ ხაჯიმბა სირიაში ჩავიდა. სეპარატისტული ხელისუფლების ლიდერს აეროპორტში სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვალდ ალ-მუალემი დახვდა.

რაულ ხაჯიმბა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს შეხვდება, სადაც აფხაზურ-სირიული ურთიერთობების პერსპექტივებზე ისაუბრებენ.

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერს თან ახლავს დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრი გენადი გაგულია, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის დე-ფაქტო ხელმძღვანელი ბესლან ბარციცი, დე-ფაქტო უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი მუჰამედ კილბა, დე-ფაქტო საგარაეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე, დე-ფაქტო თავდაცვის მინისტრი მირაბ ქიშმარია და დე-ფაქტო ეკონომიკის მინისტრი ადგურ არძინბა.

მოლაპარაკებების შემდეგ, მეგობრობისა და თანამშრომლობის შეთანხმების, სირიულ-აფხაზური ეკონომიკური კომიტეტის შექმნის და კულტურის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმება იგეგმება.

დატოვე კომენტარი