ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდში გადმოყვანილი მამაკაცისა და ორი მცირეწლოვნის კვლევის შედეგები ხვალ გახდება ცნობილი
ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდში გადმოყვანილი მამაკაცისა და ორი მცირეწლოვნის კვლევის შედეგები ხვალ გახდება ცნობილი

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ხუთი პაციენტი იმყოფება. მათგან ორს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ზედა ეწერის მკვიდრ 67 წლის მამაკაცს და ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოდან გადმოყვანილ 50 წლამდე ქალბატონს დადასტურებული აქვთ კორონავირუსი. კორონავირუსით ინფიცირებულთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

რაც შეეხება გუშინ ასევე ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილ ორ მცირეწლოვანს, მათი ბიოლოგიური მასალა კვლევისთვის ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნება და პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

რაც შეეხება 60 წლამდე მამაკაცს, რომელიც ოკუპირებული გალის რაიონიდან წუხელ, გვიან ღამით გადმოიყვანეს, მისი კვლევის პასუხიც ხვალ გახდება ცნობილი.