ოკუპირებული აფხაზეთი ფსოუზე მიმოსვლას კრძალავს

19:34, 07.04.2020

ოკუპირებული აფხაზეთი მდინარე ფსოუზე მიმოსვლას 20 აპრილამდე კრძალავს. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას განკარგულებაშია აღნიშნული.

ე.წ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შეზღუდვა ეხება ყველას, რამდენიმე გამონაკლისის გარდა. ფსოუზე გადაადგილების უფლება მიეცემათ მხოლოდ დიპლომატებს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, ასევე რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებს და სატვირთოს მძღოლებს.

შეზღუდვები კორონავირუსის გავრცელებას უკავშირდება. ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

მსგავსი