ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, „კოვიდ 19“ რუსეთიდან დაბრუნებულ სამხედრო სასწავლებლის კურსანტს დაუდასტურდა.

საერთო ჯამში, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ახალი ტიპის კორონავირუსზე ტესტირება 43 ადამიანს ჩაუტარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დადასტურებული შემთხვევების უმრავლესობა რუსეთიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს უკავშირდება. ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით ინფიცირების 23 შემთხვევაა დადასტურებული. ამ დროისთვის კარანტინში 193 ადამიანი იმყოფება.