ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში აცხადებენ, რომ ბაშარ ასადი ცხინვალს ესტუმრება
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში აცხადებენ, რომ ბაშარ ასადი ცხინვალს ესტუმრება

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლება აცხადებს, რომ სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი ცხინვალს ესტუმრება. სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ასადთან შეხვედრის შემდეგ, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა თქვა, რომ ასადი მოწვევას დათანხმდა, ვიზიტი კი ხელსაყრელ დროს გაიმართება, რაც სირიაში შექმნილ რთულ ვითარებაზეა დამოკიდებული. ბიბილოვმა ასევე აღნიშნა, რომ „სამხრეთ ოსეთი“ სირიასთან ურთიერთობების გაძლიერებას ეკონომიკის, განათლებისა და კულტურის სფეროებში გეგმავს.

სირიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ანატოლი ბიბილოვსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.