ოკუპირებულ კოდორის ხეობაში რუსმა სამხედროებმა წვრთნები ჩაატარეს
ოკუპირებულ კოდორის ხეობაში რუსმა სამხედროებმა წვრთნები ჩაატარეს

ოკუპირებულ კოდორის ხეობაში რუსმა სამხედროებმა წვრთნები ჩაატარეს.

როგორც რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პოლიგონცაბალზე“ ისროდნენ საარტილერიო დანადგარებიდან, ჰაუბიციდან და ტყვიამფრქვევებიდან.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, წვრთნებში ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ბაზის ჯარისკაცები მონაწილეობდნენ.

„სამხედროებმა კოდორის ხეობაში პირობითი მოწინააღმდეგის იერიში მოიგერიეს. პოლიგონცაბალზე“ ისროდნენ საარტილერიო დანადგარებიდან, გამოყენებული იყო რეაქტიულ-ზალპური ცეცხლის სისტემები ე.წ. გრადები, ასევე ჰაუბიციები და ტყვიამფრქვევი „სანი“. შედეგად, მათ დახურული საცეცხლე პოზიციებიდან შეძლეს მოწინააღმდეგის სამიზნეების განადგურება“, – ნათქვამია რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ წვრთნების დროს გამოყენებული იყო უპილოტო საფრენი აპარატები, რომლითაც რუსი ჯარისკაცები პირობითი მტრის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას იღებდნენ.