ოკუპირებულ გალთან საქართველოს სამი მოქალაქის დაკავებას სუს-ი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადასტურებენ
ოკუპირებულ გალთან საქართველოს სამი მოქალაქის დაკავებას სუს-ი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადასტურებენ

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, კერძოდ გალთან საქართველოს სამი მოქალაქის უკანონო დაკავებას ოფიციალურად ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

ამასთან, საქართველოს პირველ არხს დაკავების ფაქტი დაუდასტურა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამაც.

„მისია ადასტურებს, რომ აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით მოხდა მის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზის გააქტიურება და ინფორმაციის გაცვლა არსებული პრაქტიკის შესაბამისად“,- აცხადებენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში.

ოკუპირებულ გალთან საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ისინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, იზოლატორში არიან გადაყვანილები.

წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულია სამი ახალგაზრდა. მათი დაკავება მოხდა სოფელ ფახულანის ლანჯისის უბანსა და გალის რაიონის სოფელ ლეკუხონას საზღვართან.