ოკუპირებულ დონეცკში სანავთობო ბაზა იწვის
ოკუპირებულ დონეცკში სანავთობო ბაზა იწვის

რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკში სანავთობო ბაზა იწვის. შესაბამის ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ხანძრის ამსახველი კადრები.

სანავთობო ბაზას ცეცხლი უკიდია დონეცკის ბუდენოვსკის რაიონში. რუსული მედიის ცნობით, ხანძარი ბაზაზე უკრაინული მხარის სარაკეტო იერიშების შედეგად გაჩნდა. უკრაინის ხელისუფლებას აღნიშნულ მონაცემებთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.