ოკუპირებულ ცხინვალში ზაზა გახელაძის სასამართლო პროცესი 28 თებერვლისთვის გადაიდო
ოკუპირებულ ცხინვალში ზაზა გახელაძის სასამართლო პროცესი 28 თებერვლისთვის გადაიდო

ოკუპირებულ ცხინვალში ზაზა გახელაძის სასამართლო პროცესი გადაიდო.

ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ევროკავშირის ცხელი ხაზის მეშვეობით მიიღო.

ე.წ. სასამართლო პროცესი ოკუპირებულ ცხინვალში 28 თებერვალს ჩაინიშნა.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს დააკავეს. დაკავებისას ის ფეხში დაიჭრა. ზაზა გახელაძეს გასული წლის 24 დეკემბერს წინასწარი პატიმრობის ვადა მეორედ, ორი თვით გაუხანგრძლივდა.