ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთთან ე.წ. საზღვრის გადაკვეთაზე აკრძალვა 31 მაისამდე გახანგრძლივდა
ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთთან ე.წ. საზღვრის გადაკვეთაზე აკრძალვა 31 მაისამდე გახანგრძლივდა

ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთთან ე.წ. საზღვრის გადაკვეთაზე აკრძალვა 31 მაისამდე გახანგრძლივდა, საგანგებო რეჟიმი კი, 11 მაისამდე დარჩება ძალაში.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის სპიკერმა, დინა გასიევამ განაცხადა, რომ აკრძალვა არ ვრცელდება ცხინვალის მოქალაქეებზე, რომლებიც რუსეთიდან ბრუნდებიან, ასევე ცხინვალში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებზე. შეზღუდვები ასევე არ გავრცელდება რუსეთი ფედერაციის იმ მოქალაქეებზე, რომლებიც სამთავრობო ორგანოების დავალებით ე.წ. რესპუბლიკას აუცილებელი მოხმარების საქონლით ამარაგებენ. საზღვრის გადმოკვეთის უფლება ასევე, რუსეთის ფოსტის მუშაკებსაც ექნებათ.

„კოვიდ-19“-ის გავრცელების შეჩერების მიზნით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს სრულად აქვს ჩაკეტილი ე.წ. გამშვები პუნქტები. ასევე აკრძალულია საზოგადოებრივი ღონისძიებების ჩატარება და დაკეტილია საგანმანათლებლო დაწესებულებები.