ოკუპირებულ ცხინვალში რაულ ხაჯიმბასა და ანატოლი ბიბილოვის შეხვედრა იგეგმება
ოკუპირებულ ცხინვალში რაულ ხაჯიმბასა და ანატოლი ბიბილოვის შეხვედრა იგეგმება

26-27 ნოემბერს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი რაულ ხაჯიმბა ჩადის. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რეს“ ავრცელებს.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის პრესცენტრის ინფორმაციით, ანატოლი ბიბილოვისა და რაულ ხაჯიმბას „შეხვედრაზე“ დაგეგმილია ე.წ. ურთიერთთანამშრომლობის საკითხების განხილვა და ე.წ. ორმხრივი შეთანხმებების ხელმოწერა.

ხაჯიმბასთან ერთად საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. დელეგაციაში, დე ფაქტო საგარეო საქმეთა, განათლებისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები იქნებიან.