ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან ე.წ. ადმინისტრაციული საზღვარი დროებით იხურება
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან ე.წ. ადმინისტრაციული საზღვარი დროებით იხურება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან ე.წ. ადმინისტრაციული საზღვარი 31 დეკემბრის 21:00 საათიდან 2018 წლის 2 იანვრის 06:00 საათამდე დროებით დაიხურება. ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება ავრცელებს. მათი განმარტებით, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე უსაფრთხოების ზომების გამკაცრება ახალი წლის სადღესასწაულო დღეებს უკავშირდება.