ოკუპირებულ აფხაზეთში ასლან ბჟანიას მომხრეები ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს გადადგომისთვის ორსაათიან ვადას აძლევენ
ოკუპირებულ აფხაზეთში ასლან ბჟანიას მომხრეები ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს გადადგომისთვის ორსაათიან ვადას აძლევენ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის კანდიდატის, ასლან ბჟანიას ასობით მომხრე „პრეზიდენტის ადმინისტრაციის“ შენობასთან შეიკრიბა და ე.წ პრეზიდენტის მოვალეობის დროებითი შემსრულებლისგან, ვალერი ბგანბასგან „თავდაცვის მინისტრის“ მერაბ ქიშმარიას, ასევე „შინაგან საქმეთა მინისტრისა“ და რაიონის ადმინისტრციის ყველა ე.წ. ხელმძღვანელის გადადგომას ითხოვენ.

ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ბჟანიას წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს უთხრეს, რომ მათ „პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს“ გადადგომისთვის ორსაათიანი ვადა მისცეს.

გავრცელებული ინფორმაციით, შენობის მეორე მხარეს ბჟანიას მოწინააღმდეგეები იკრიბებიან. ე.წ. პარლამენტის სპიკერი ვალერი კვარიჩი კი, „დეპუტატებთან“ შეხვედრას მართავს.