ოკუპირებულ აფხაზეთში ტყვეობიდან გათავისუფლებული საქართველოს სამი მოქალაქე ენგურის ხიდზე გადმოვიდა
ოკუპირებულ აფხაზეთში ტყვეობიდან გათავისუფლებული საქართველოს სამი მოქალაქე ენგურის ხიდზე გადმოვიდა

ოკუპირებული აფხაზეთიდან საოკუპაციო რეჟიმის მიერ გათავისუფლებულმა საქართველოს მოქალაქეებმა ოკუპირებული ტერიტორია უკვე დატოვეს. ისინი ენგურის ხიდზე იმყოფებიან.

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გათავისუფლებული საქართველოს სამი მოქალაქე აცხადებს, რომ ოკუპანტებმა ისინი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს. მათი თქმით, დღეს გალში გაიმართა მათი სასამართლო პროცესი და ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

1990 წელს დაბადებული ბუთხუზ კვირკვია, 1987 წელს დაბადებული მიხეილ ლამანძია და 1992 წელს დაბადებული მათე ლამანძია ე.წ. საზღვრის „უკანონო გადაკვეთისთვის“ იყვნენ დაკავებული.

სამივე მათგანის წინააღმდეგ აღძრული იყო ე.წ. სისხლის სამართლის საქმე.

საქართველოს სამი მოქალაქე 7 ივნისს დააკავეს.