ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე რუსულ ბაზაზე ბოლო წლებში 150 ერთეული სამხედრო ტექნიკა შეიტანეს
ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე ბოლო რამდენიმე წელიწადში 150 ერთეული უახლესი სპეციალური სამხედრო ტექნიკა და იარაღი შეიტანეს.
ამის შესახებ „აფსნიპრესი“ წერს. მათივე ცნობით, ტექნიკას შორის არის ბრონირებული ავტომობილები, ტანკები, ჯავშანტრანსპორტიორები, ავტომატიზებული სარემონტო-საევაკუაციო მანქანები.
როგორც „აფსნიპრესი“ წერს, აღნიშნულ ბაზაზე უახლესი სამხედრო ტექნიკის შემადგენლობა 80 პროცენტს წარმოადგენს.