ოკუპირებულ აფხაზეთში ქარიშხალმა პრობლემები შექმნა
ოკუპირებულ აფხაზეთში ქარიშხალმა პრობლემები შექმნა

ოკუპირებულ აფხაზეთში ქარიშხალმა წყლისა და ელექტროენერგიის სისტემების პარალიზება გამოიწვია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სოხუმში სტიქიამ ხეები მოთხარა, სახლებს სახურავები გადახადა და ავტომობილები დააზიანა.

საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, ასევე დაზიანებულია შეშელეთი-1-ის მაღალი ძაბვის ხაზი.

სოხუმში საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. საქალაქო სამსახურები გამოიძახეს და დახმარების თხოვნით სამხედროებსაც მიმართეს.

ამ დროისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში სატრანსპორტო მაგისტრალებს ასუფთავებენ, რომლებიც წაქცეული ხეებით არის გადაკეტილი. პარალელურად, რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ გაგრაში ძლიერი შტორმის დროს რუსეთის მოქალაქე ზღვაში დაიხრჩო.