ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციის წარმომადგენლებს სოხუმამდე მისასვლელი რამდენიმე გზა აქვთ გადაკეტილი [ვიდეო]

ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციის წარმომადგენლებს სოხუმამდე მისასვლელი რამდენიმე გზა აქვთ გადაკეტილი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, აქციის მონაწილეები მხოლოდ სასწრაფო დამხარების მანქანებსა და იმ ავტომობილებს ატარებენ, რომელთაც ბავშვი ყავთ მგზავრად.

ოპოზიციამ უვადო საპროტესტო აქციის დაწყება მას შემდეგ გამოაცხადა, რაც დე ფაქტო პარლამენტმა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შემოდგომაზე გადადებაზე უარი განაცხადა. დემონსტრანტები ე.წ. არჩევნების გადადებას ოპოზიციონერი კანდიდატის, ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ითხოვენ. ოპოზიციონერები მიიჩნევენ, რომ ბჟანია სავარაუდოდ მოწამლეს.

„დღეიდან ქვეყანაში ცხადდება სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქცია და საგანგებო მდგომარეობა. ამასთან დაკავშირებით, 21 მაისს სოხუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლები გაფიცვას აცხადებენ და სამოქალქო დაუმორჩილებლობის აქციას უერთდებიან“, – განაცხადა პარტია „ამცახარას“ წარმომადგენელმა მიზან ზუხბამ.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენერალური პროკურატურა მოსახლეობას ე.წ. კონსტიტუციის დაცვისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ხელისუფლების დამხობისკენ და უკანონო აქციების ჩატარებისკენ ნებისმიერი მოწოდების შემთხვევაში პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება.

​ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 21 ივლისს არის დაგეგმილი.