ოკუპირებულ აფხაზეთში მთავარ საახალწლო ნაძვის ხეს რუსეთიდან ჩატანილი სათამაშოებით მორთავენ

12:30, 11.12.2017

ოკუპირებული აფხაზეთის მთავარ საახალწლო ნაძვის ხეს, სოხუმში თავისუფლების პარკში 15 დეკემბერს დადგამენ და მას რუსეთიდან ჩატანილი სათამაშოებით მორთავენ – წერს ოკუპირებული რეგიონის საინფორმაციო სააგენტო “აპსნი.რუ”.

სააგენტოს განმარტებით, პარკში საშობაო ბაზრობაც მოეწყობა, სადაც ადგილობრივი წარმოების ტკბილეულობა და ნაწარმი გაიყიდება.

მსგავსი