ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 69 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი პაციენტი გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 69 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი პაციენტი გარდაიცვალა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 209 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან კორონავირუსი 69 პირს დაუდასტურდა.

გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში ამ დროისთვის 139 კოვიდდადასტურებული პაციენტი მკურნალობს, 18 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

რაც შეეხება გარდაცვლილ 60 წლის ქალს, ის გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში პირველ ოქტომბერს შეიყვანეს.

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების სულ 1 659 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან გამოჯანმრთელდა 602 ადამიანი, გარდაიცვალა 13 პაციენტი.