ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 14-ით გაიზარდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 14-ით გაიზარდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 14-ით გაიზარდა და 134 გახდა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაფიქსირდა რუსეთიდან აფხაზეთში დასასვენებლად ჩასული ადამიანის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაც. მათი ინფორმაციით, ის უკვე რუსეთის ტერიტორიაზეა გადაყვანილი.

გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 42 ადამიანი მკურნალობს, დანარჩენი ავადმყოფები კი, მკურნალობას საკუთარ სახლებში გადიან.

აფხაზეთში კორონავირუსისგან 38 გამოჯანმრთელდა, სამი შემთხვევა კი, ლეტალურად დასრულდა.