ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებული მეშვიდე პაციენტი გარდაიცვალა

13:47, 15.09.2020

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 84 წლის ქალი სახლის პირობებში მკურნალობდა.

პაციენტი სასწრაფო დახმარების ბრიგადას საავადმყოფოში გადაჰყავდა, რა დროსაც ქალბატონი გარდაიცვალა.

ოკუპირებულ აფხაზეში საერთო ჯამში 7 კოვიდინფიცირებულია გარდაცვლილი.

https://www.facebook.com/minzdravra/posts/2749225645323857

მსგავსი